დინამოელები „ბარსელონეტასთან“ დამარცხდნენ ანგარიშით 5:17, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „ბარსელონეტა“ ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
ზუკა რურუას გუნდმა პირველი პერიოდი 0:5 ანგარიშით დათმო. ამის შემდეგ ქართული გუნდი კი გააქტიურდა, თუმცა შეხვედრაში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო.