საქართველომ რეგულარულ ავიარეისებზე აკრძალვა კვლავ გაახანგრძლივა

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ავიახაზების" თვითმფრინავი
ქართული ავიახაზების თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იანვრის ბოლომდე ქართულ და უცხოურ ავიაგადამზიდ კომპანიებს რეგულარული ფრენების განახლების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებზე აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ავიაკომპანია AirFrance - Sputnik საქართველო
როდის განახლდება საერთაშორისო ფრენები: თურნავას განმარტება

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. საქართველოს მთავრობამ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლის განახლების თარიღი უკვე არაერთხელ გადადო.

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აკავშირებს მიუნხენის, პარიზის, რიგის, დოჰას, ვარშავის, ათენის, ამსტერდამის, ვენის, ბერლინისა და მილანის აეროპორტებთან.

შეზღუდვები ასევე არ ვრცელდება რეგულარულ რეისებზე, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და რიგის, კატოვიცეს, ვილნიუსისა და დორტმუნდის აეროპორტებს შორის ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0