დაკავებულთა შესახებ ცნობები და ფოტოები საბერძნეთის პოლიციის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. აქვეა ინფორმაცია დანაშაულში ორი სავარაუდო ეჭვმიტანილის შესახებაც, რომლებიც ჯერ დაკავებული არ არიან.
დაკავებულების სახლებისა და მანქანების ჩხრეკის შედეგად ძვირადღირებული სამკაულები, ტექნიკა და სხვა ნივთებია ამოღებული. ადგილობრივ მასმედიაში განსხვავებული ცნობები ვრცელდება ქურდობათა რაოდენობისა და მოპარული ნივთების ღირებულების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულებმა ატიკის სხვადასხვა რაიონში 31 ქურდობა ჩაიდინეს. ისინი ქურდობისას სახლების საკეტის გასაღებად სპეციალურ ინსტრუმენტებს იყენებდნენ, ხოლო ინფორმაციას, ძირითადად, სახლებში მომუშავე პერსონალისგან იღებდნენ.