რუსთაველის გამზირზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

© Sputnik / STRINGERრუსთაველის გამზირზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო
რუსთაველის გამზირზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი წელი გაცილებით მოკრძალებულად აღინიშნება, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აინთო.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოუბოდიშა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რომ პანდემიის გამო ისინი საშობაო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ვერ დაესწრნენ.
„მოგესალმებით ყველაზე თბილი და ლამაზი ქალაქის მცხოვრებლებს, მივესალმები სრულიად საქართველოს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენს საყვარელ ემიგრანტებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვადევნებენ თვალს! განსაკუთრებით მივესალმები პატარებს – სწორედ თქვენი ჟრიამული, თქვენი სიხარულით სავსე თვალები არის ის სასწაული, რომელიც ნებისმიერ დღეს დღესასწაულად აქცევს. მინდა, ბოდიში მოგიხადოთ, რომ ახლა აქ არ ხართ, მაგრამ დღეს ასეა საჭირო, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ერთმანეთის სიცოცხლეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გახარია: „თავი შევიკავოთ საახალწლო წვეულებებისგან“

კორონავირუსის პანდემიის გამო ახალი წელი გაცილებით მოკრძალებულად აღინიშნება, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა.

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: სავალდებულოა პირბადეების ტარება, 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა იკრძალება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სავაჭრო ცენტრები, სპორტდარბაზები.

24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე პერიოდში საქართველოში იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, აღდგება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

3-15 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმეები, იმუშავებენ მხოლოდ ბანკები, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და სერვისები. ყველა შეზღუდვა იმოქმედებს.

16-31 იანვარს აღდგება საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები (უქმე დღეების გარდა).

ყველა ახალი ამბავი
0