Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ის, რაც აქამდე არ იცოდით – რა ამოუქექა რუსულმა მედიამ ქეთა თოფურიას მეუღლეს?

© Facebook / Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულ მედიაში ქეთა თოფურიას მეუღლეზე უცნობი ფაქტები ვრცელდება. ნახეთ სინამდვილეში რას საქმიანობს მომღერლის ქმარი.

ცნობილი ქართველი მომღერალი, რომელიც ჯგუფ A'Studio-ს სოლისტია, რამდენიმე კვირის წინ მეორედ დაქორწინდა. როგორც ქეთა ამბობს, მეორე ნახევარი – ბიზნესმენი ლევ დენგოვი ერთი ნახვით შეუყვარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ლევ დენგოვი ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვიდანაა და მისი მრჩეველიცაა.

თავად ლევი ეროვნებით ჩეჩენი არ არის. მისი ნამდვილი სახელი პაველ გუსბანდია. დაიბადა და გაიზარდა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რაღაც პერიოდი ცხოვრობდა გერმანიაში. ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფის „არბატის“ წევრიც იყო.

როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტის თანაშემწე, სხვა საკითხებთან ერთად, ლევ დენგოვი პასუხისმგებელია რუსეთისა და, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის კონტაქტებზე ლიბიასთან და ამ მიმართულებით მან 2015-2017 წლებში ტრიპოლიში დაკავებული რუსი და ბელარუსი მეზღვაურების გათავისუფლების რთულ პროცესსაც შეუწყო ხელი. სწორედ მაშინ მიიღო ლევ დენგოვმა ეს სახელი და გვარი, რითიც სურდა დაეცვა თავისი ოჯახი და ნათესავები.

ლევ დენგოვს, ჩეჩნების გვერდით ცხოვრების ექვსი წლის განმავლობაში, საკუთარი აღიარებით, შეუყვარდა ეს ხალხი და ამბობს, რომ ის ძალიან კმაყოფილია მათი ცხოვრების სტილითა და პრობლემების მოგვარების მათი მიდგომით.

ლევ დენგოვს უნიკალური პოზიცია უჭირავს. სინამდვილეში ის არის ჩეჩნეთის ხელმძღვანელის მრჩეველი და რუსი დიპლომატი, რომელიც რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მრავალ ჯგუფთან, რომლებიც ლიბიას მართავენ. ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში მას ფრანგები და ამერიკელებიც კი ხშირად მიმართავენ დახმარებისთვის.

ქეთა თოფურია ლევმა დაბადების დღეზე მშობლიურ მინსკში გაიცნო. მან დღესასწაულზე A'Studio მიიწვია, რომელიც მას და მის მშობლებს თანაბრად მოსწონთ. მას შემდეგ ქეთა და ლევი ერთად არიან მიუხედავად იმისა, რომ ლევმა პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ განაცხადა, რომ მეორედ აღარასდროს დაქორწინდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0