მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯო ბაიდენის მეუღლის დოქტორის ხარისხსა და დისერტაციას „ნაგავი“ უწოდეს

© AP Photo / Patrick Semanskyჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად
ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიტიკოსის თქმით, სინამდვილეში სამეცნიერო ხარისხი ყოველთვის არ არის ადამიანის ინტელექტუალური უნარების მტკიცებულება.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მეუღლის ჯილ ბაიდენის დოქტორის ხარისხი და დისერტაცია „ნაგავია“, აცხადებს National Review-ს ჟურნალისტი კაილ სმიტი, რომელიც გაეცნო მომავალი პირველი ლედის ნაშრომს.

​კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ ჯილ ბაიდენმა ხარისხი დელავერის კერძო უნივერსიტეტისგან (University of Delaware) მიიღო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულიცაა თავად ჯო ბაიდენი.

სმიტის თქმით, დელავერის უნივერსიტეტში არ უნდა დაემტკიცებინათ ჯილ ბაიდენის 2006 წლის დისერტაცია, რადგან ის არის „დაუდევარი, ცუდად დაწერილი და ძლივს შეეფერება საშუალო სკოლის სოციალურ მეცნიერებათა კლასის დონეს“.

„ჯილ ბაიდენის დისერტაციას არაფერი შეუმატებია კაცობრიობის საერთო ცოდნისთვის. ეს არ არის კონკრეტულ თემაში ან უფრო ფართო სფეროში გამოცდილების დემონსტრაცია“, — ხაზს უსვამს კრიტიკოსი.

გარდა ამისა, კაილ სმიტი ჯილ ბაიდენის დისერტაციას „ტყის პატარა, სუნთქვაშეკრულ და მოხიხინე ცხოველს“ ადარებს „დისნეის“ ფილმებიდან.

სტატიის ავტორის თქმით, სინამდვილეში „გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ სამეცნიერო ხარისხის ტარება არ ნიშნავს ინტელექტის მტკიცებულებას“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის მომავალი პირველი ლედი მელანია ტრამპის მიბაძვაში ამხილეს. The Sun-ის ჟურნალისტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ 69 წლის ჯილ ბაიდენს საჯარო ღონისძიებებზე გამოსვლისას ყოველთვის ეცვა ისეთი თარგისა და ფერის სამოსი, რომელიც ზუსტად ემთხვეოდა მელანია ტრამპის ჩაცმულობის სტილს.   

 

ყველა ახალი ამბავი
0