თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი რუსლან მიქაბერიძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს დამსახურებული არტისტი 1939 წელს ქალაქ ხარკოვში დაიბადა. კინოში გადაღება 1966 წლიდან დაიწყო. მას 40-ზე მეტ მხატვრულ ფილმში აქვს შესრულებული როლები, ძირითადად მეორეხარისხოვანი და ეპიზოდური. იგი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „მიმინო“, „მთვარის მოტაცება“, „მიზანი“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ და ა.შ.
© photo: Sputnik / Rukhyan / გადასვლა მედიაბანკშიქართველი მსახიობები გურამ საღარაძე და რუსლან მიქაბერიძე
ქართველი მსახიობები გურამ საღარაძე და რუსლან მიქაბერიძე
© photo: Sputnik / Rukhyan
/ რუსლან მიქაბერიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა და კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში. 1972 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.