Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუკი კოშკელიშვილი ქმარს დაშორდა? – მოდელმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს უპასუხა

© courtesy of Nuki Koshkelishviliნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი ამერიკელ ქმარს დროებით დაშორდა. წყვილი კორონავირუსის პანდემიამ დააშორა. ამჟამად ნუკი თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს.

ამერიკიდან დაბრუნებული ნუკი კოშკელიშვილი პატარა ოლივერს მშობლების დახმარებით უვლის. რამდენიმე კვირით ჩამოსულ მსახიობს არ გაუმართლა, მას ქმართან დაშორება და ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩენა მოუწია. წყვილი ერთმანეთს სოციალური ქსელით ეკონტაქტება, რაც ნუკისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ამიტომ ის ქმართან განშორების განსაცდელს სხვადასხვა ხერხით ებრძვის.

ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში გათხოვდა. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ არც კი იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა. პოპულარულმა მსახიობმა საქართველოში აწყობილი წარმატებული კარიერა ამერიკაში დაოჯახების შემდეგ მიატოვა.

სხვადასხვა გადაცემებში საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მას თოქ-შოუებში არაერთხელ უტირია, რადგან სამშობლო და ოჯახის წევრები ძალიან ენატრება. ახლა კი, პირიქით, სწორედ ქმარი და შტატებში გამგზავრება ენატრება. ამბობს, რომ მეუღლეს, ექიმ ბენ ხაიმს ძალიან ხშირად ეჩხუბება, მიუხედავად ამისა, ამერიკაში დარჩენის ერთადერთი დიდი მიზეზი მათი სიყვარულია, რომელიც დღითი დღე იზრდება.

ცოტა ხნის წინ ნუკიმ „ინსტაგრამის“ „ფოლოვერების“ კითხვებს უპასუხა. მოდელს ჰკითხეს, რატომ არ ბრუნდება ამერიკაში, როდესაც ფრენები არის და ხომ არ დაშორდა მეუღლეს, რაზეც ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ქმარს არ დაშორებია და არც აპირებს, ამერიკაში კი მას შემდეგ წავა, რაც ბენი საქართველოში ჩამოვა.

ყველა ახალი ამბავი
0