მერიასთან გამართულ აქციაზე მონაწილეები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი აქციაზე
ლევან ხაბეიშვილი აქციაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიმდინარე საპროტესტო აქცია აპოლიტიკურია და მათ არ სურთ რომელიმე პარტიის წევრები შეუერთდნენ.

თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ, იუწყება პირველი არხი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: არც ერთ ნაგებობაში, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას ე.წ. აფრიკის დასახლებაში თვითნებურად აშენებული შენობა-ნაგებობების მეპატრონეები და ახალგაზრდების ჯგუფი მართავს. აქციის მონაწილეები გუშინ დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლებას და მიწების დაკანონებას ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ხაბეიშვილს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა მიმდინარე აქცია.

თავად ხაბეიშვილმა კი აღნიშნა, რომ ის ყველას უფლებას დაიცავს.

„ადგილობრივები აგერ არიან. მე ამ ადამიანების ინტერესები მაინტერესებს, ვისაც ფეხით გადაუარეს გუშინ. დავიცავ ამათ უფლებას, მოეწონება თუ არა ვინმეს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საპროტესტო აქციაზე  მობილიზებული არიან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„გმირი მამაა“ - კახა კალაძე ე.წ. აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს ბინას ჩუქნის

მერიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გუშინ ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე უკანონო მშენებლობების, კერძოდ 16 შენობის დემონტაჟი განხორციელდა, რასაც პოლიციასა და სახლების მფლობელებს შორის შეხლა-შემოხლა მოყვა. სახლის პატრონებმა ბულდოზერებს გზა გადაუკეტეს და შენობების დემონტაჟს არ ანებებდნენ. შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

კალაძის თქმით, არ მოხდება უკანონობის წახალისება იმის საფუძველზე, რომ ქვეყანაში რთული სოციალურ–ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. მერია მაქსიმალურად მხარში უდგას სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

კონკრეტული რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს იმ ოჯახების ქირით გაყვანას, რომელთაც საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, რაზეც ყოველწლიურად 7 მლნ ლარი იხარჯება.

ყველა ახალი ამბავი
0