თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში, სოფელ ხცაბერდთან დაახლოებით 60 სომეხი სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი გაუჩინარდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ყარაბაღის ომბუდსმენზე არტაკ ბეგლარიანზე დაყრდნობით.
მანამდე Telegam-ის აზერბაჯანულ სეგმენტზე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც, თითქოს, დატყვევებული სომეხი სამხედროები არიან აღბეჭდილი.
„ახალი სომეხი სამხედრო ტყვეების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანოსა და ადგილზე მყოფ სამხედროებს დავუკავშირდი. წინასწარი მონაცემებით, გარდუტის რაიონის სოფელ ხცაბერდის რაიონში დაახლოებით 60 სამხედრო გაუჩინარდა. დიდი ალბათობით, სწორედ ისინი ჩანან აზერბაიჯანელების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე“, – წერს ბეგლარიანი.
მისი თქმით, ინციდენტი სრულიად მიუღებელია და ოპერატიულად უნდა იყოს გამოძიებული სამართალდამცველი ორგანოების მიერ ყველა დეტალისა და დამნაშავეების დასადგენად.