მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მასშტაბური ოპერაცია ბერლინში: იძებნება 100 კგ-იანი ოქროს მონეტის ნარჩენები

© AFP 2024 / Jean-Christophe Verhaegenგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხალასი ოქროსგან დამზადებული 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტა, სავარაუდოდ, ნაწილებად დახერხეს და ისე გაყიდეს.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ბერლინის პოლიცია მასშტაბურ სპეცოპერაციას ატარებს ბოდეს მუზეუმიდან 100-კილოგრამიანი ოქროს მონეტის ნარჩენების პოვნის მიზნით, იუწყება გამოცემა Spiegel.

 

მონეტა Big Maple Leaf („ნეკერჩხლის დიდი ფოთოლი“) 2017 წლის მარტში დაიკარგა მუზეუმიდან. 53 სმ დიამეტრისა და 100 კგ წონის მონეტა ხალასი ოქროსგან იყო ჩამოსხმული და მასზე ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის პროფილი იყო გამოსახული. დაკარგვის მომენტისთვის ის 3,75 მლნ ევროდ ფასდებოდა. გამოძიების ვერსიით, ქურდებმა მონეტა ნაწილებად დახერხეს და ისე გაყიდეს.

100-კილოგრამიანი ოქროს მონეტის ქურდებს პატიმრობა შეეფარდათ>>

​გერმანული გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელები 14 ობიექტზე ატარებენ ჩხრეკას და ასევე რამდენიმე საიუველირო მაღაზიასაც ამოწმებენ. ოპერაციაში 120 პოლიციელია ჩართული. ერთ-ერთი მათგანის აზრით, მონეტის ნარჩენების პოვნის შანსი 50/50-ზეა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე ბერლინის საოლქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა სამ პირს, რომლებსაც ბოდეს მუზეუმიდან „ნეკერჩხლის დიდი ფოთლის“ მოპარვაში ედებოდათ ბრალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0