საქართველოს მთავრობა შეზღუდვების დაწესების უფლებას კიდევ ექვსი თვით მიიღებს

© Sputnik / STRINGERდაკეტილი სავაჭრო ობიექტები
დაკეტილი სავაჭრო ობიექტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და იყოს განპირობებული კანონით ან ნორმატიული აქტით

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში იმ ცვლილებების მოქმედება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს, შესაძლოა, კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირებას გეგმავს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

ბოჭორიშვილის კლინიკა - Sputnik საქართველო
გადელია: შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს

ცვლილებები, რომლებიც მთავრობას ანიჭებს უფლებას – პანდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და პარლამენტის თანხმობის გარეშე დაარეგულიროს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხები, არის მიღებული 22 მაისს, როდესაც კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა იწურებოდა. მაშინ ამ უფლების ხანგრძლივობა განისაზღვრა 15 ივლისამდე ვადით. ივლისში საკანონმდებლო ორგანომ ცვლილებების მოქმედება 2021 წლის 1 იანვრამდე გაახანგრძლივა.

„კანონის ვადის გახანგრძლივება პირდაპირ არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები გაგრძელდება ან აუცილებლად გამკაცრდება. კანონის ვადის გახანგრძლივება მთავრობას აძლევს პანდემიის პირობებში კრიზისის ეფექტურად მართვის შესაძლებლობას“, - განაცხადა ხუნდაძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს, როგორც მთელს მსოფლიოს, ჯერ ისევ პანდემიის რეჟიმში უწევს ცხოვრება.

„მიუხედავად ჩვენ მიერ პროგნოზირებადი მეორე ტალღის პიკური ეტაპისა, ბოლო დღეებში შეინიშნება შედარებით პოზიტიური ტენდენცია, რაც უდავოდ მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზოგადოების დამყოლობამ განაპირობა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების გამო ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), სპორტდარბაზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება. ქვეყნის მასშტაბით ყველგან სავალდებულოა პირბადის ტარება.

მოქმედი კანონით, სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური აქტივობა, აკრძალოს მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ბრძოლა COVID-19-თან: პოლიციამ მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოავლინა

ამავე დროს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და იყოს განპირობებული კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ისინი აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული, ხოლო მათი შემოღებით მიღებული სარგებელი აჭარბებდეს ზარალს, ასევე შეზღუდვები არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

ხელისუფლებას ასევე ადამიანების კარანტინსა ან იზოლაციაში გამწესების უფლება ექნება. თუმცა თითოეული ასეთი ადამიანი შეძლებს აიყვანოს ადვოკატი, ახლობლებსა და დამსაქმებელს აცნობოს თავისი ადგილმდებარეობა. ასევე ექნება უფლება იცოდეს კარანტინში გამწესების მიზეზები.

ყველა ახალი ამბავი
0