ლომჯარია: სირაქლემას პოზაში ყოფნა არაფერს მოუტანს კარგს ქვეყანას
„ჩვენ, სამწუხაროდ, შევდივართ იმ რეალობაში, რომ ისრები სულ სხვა მიმართულებით გადადის. რეალურად აღმოჩნდა, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა არიან დამკვირვებლები და არა საარჩევნო პროცესი. თუმცა, საარჩევნო პროცესებში იყო და რჩება სერიოზული პრობლემები, რაზეც ჩვენ დღეს არ ვსაუბრობთ. ვფიქრობ, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არაფერს მოუტანს კარგს ჩვენს ქვეყანას“, -ამბობს ლომჯარია.
რამდენიმე დღის წინ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) შიდა აუდიტმა გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. შედეგად, ISFED-ის მიერ ხმების დათვლის შედეგები თითქმის მთლიანად დაემთხვა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შემაჯამებელ მონაცემებს - თითოეული საარჩევნო სუბიექტის შემთხვევაში ცდომილება 1%-ზე ნაკლები იყო. ორგანიზაციის ახალმა ანგარიშმა ოპოზიციის მიერ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას საფუძველი დაუკარგა.