თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდა რიზვან მაგომედოვს, რომელიც UFC-ს მოქმედი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მენეჯერია.
თბილისში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შერეული საბრძოლო ხელოვნების (ММА) განვითარების სტრატეგია განიხილებოდა.
„ვფიქრობ, კარგი დასაწყისია, ნათელი პერსპექტივები, სწორი მიმართულებით ვიმოძრავებთ. მადლობა თბილი მიღებისთვის“, - დაწერა მაგომედოვმა თავის Instagram-ზე.
შეხვედრის დასასრულს კალაძემ ნურმაგომედოვისთვის გადასცა მაისური თავისი ავტოგრაფით, ხოლო თავის Instagram-ზე ატვირთა ფოტო მაისურის, რომელიც მას რუსმა სპორტსმენმა გამოუგზავნა.