თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა – მალხაზ რომანაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცს კორონავირუსი ორი კვირის წინ დაუდგინდა და სახლის პირობებში მკურნალობდა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იგი ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. რომანაძე ორი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 189.726-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 158.183 ადამიანი, გარდაცვლილია 1.790 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.