პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის: საქართველოში ფოტოკონკურსი KIU Photo Contest დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი ქალაქის ხედი
ძველი ქალაქის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსის თემაა - „საქართველო - ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“. მონაწილეებს აქვთ თემის თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა

თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში დაიწყო ფოტოკონკურსი KIU PHOTO CONTEST, რომელიც მიზნად ისახავს ფოტოგრაფიის განვითარებას როგორც თანამედროვე ხელოვნების სფეროში, ისე ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და პროფესიონალურ ზრდას.

კენდალ ჯენერი - Sputnik საქართველო
კენდალ ჯენერი ქართველმა ფოტოგრაფმა გადაიღო

ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

კონკურსის თემაა - „საქართველო - ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“. KIU PHOTO CONTEST-ის მონაწილეებს თემის თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა აქვთ.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს - როგორც მოყვარულ ფოტოგრაფებს, ისე პროფესიონალებს 18-დან 30 წლამდე. ჟიურის წევრები იქნებიან ფოტოგრაფიის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პროფესიონალები. განაცხადების მიღება დასრულდება 2021 წლის 31 იანვარს. გამარჯვებულები კი 2021 წლის გაზაფხულზე გამოცხადდებიან.

კონკურსზე შესაძლებელია, როგორც უკვე დასრულებული, ასევე მიმდინარე ფოტოპროექტების გაგზავნა. ფოტოსერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი და ა.შ.

ფოტოკონკურსი სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: პროფესიონალი ფოტოგრაფები, მოყვარული ფოტოგრაფები და ერთი კადრის კატეგორია.

პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ხოლო მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში - მხოლოდ მოყვარულებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს.

ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0