მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

არსებობს 1,8 მლრდ ადამიანის ინფიცირების რისკი: ჯანმო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმოს შტაბბინა
ჯანმოს შტაბბინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19-ით სამედიცინო პერსონალის დაავადების რისკი ბევრად მაღალია, ვიდრე მოსახლეობისა.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოს მასშტაბით 1,8 მლრდ ადამიანს აქვს COVID-19-ით თუ სხვა ინფექციებით დაავადების მაღალი რისკი იმის გამო, რომ საავადმყოფოებს წყლით მომარაგების პრობლემები აქვთ, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საიტზე.

ჯანმოს ემბლემა - Sputnik საქართველო
ევროპაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაორმაგდა - ჯანმო

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წყლის პრობლემა მსოფლიოს ყოველ მეოთხე საავადმყოფოს აქვს, ხოლო ყოველ მესამეში ხელის ჰიგიენური საშუალებების დეფიციტია.

„სამედიცინო დაწესებულებაში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის გარეშე მუშაობა იგივეა, რაც სამედიცინო პერსონალის სამუშაოდ გაგზავნა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე“, — განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, ამ სამ კომპონენტს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს COVID-19-თან ბრძოლაში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ნაკლებ განვითარებული 47 ქვეყნის ყოველ მეორე საავადმყოფოში სასმელი წყალი არ აქვთ, ყოველ მეოთხეში — ხელის საპონი, ხოლო ხუთიდან სამში არ არსებობს საბაზისო სანიტარული მომსახურება.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ვითარების გამოსწორება წყალმომარაგების, სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროებში ინვესტიციების გაზრდითაა შესაძლებელი. მოხსენების ავტორების გამოთვლით, პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი კაპიტალდაბანდება — ერთი აშშ დოლარია ერთ სულ მოსახლეზე.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, COVID-19-ით დაავადების რისკი სამედიცინო პერსონალს შორის ბევრად მაღალია, ვიდრე მოსახლეობისა.

ყველა ახალი ამბავი
0