12-საათიანი გადაღების შემდეგ ჯანეტ ქერდიყოშვილი დაღლილ მეუღლესთან ერთად ძველებურად ვეღარ პოზირებს. მიუხედავად ამისა, მის ოფიციალურ გვერდზე გულისამაჩუყებელი ვიდეო გამოჩნდა. კადრებში კარგად ჩანს ცოლ-ქმრის ურთიერთდამოკიდებულება. ასე ცდილობს ტოპ-მოდელი პროდიუსერი მეუღლის დაღლილობის შემსუბუქებას.
View this post on Instagram
გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმშოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალში საცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა სავსე.
სწორედ იმ მიზეზის გამო, რომ ნოე უწყვეტი რეჟიმით საახალწლო გადაცემის სამზადისშია, მისმა შესანიშნავმა მეუღლემ მის გვერდით გადაწყვიტა ყოფნა და რეიტინგული შოუს გადაღებას ნოესთან ერთად ესწრება.
View this post on Instagram
ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.