COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: AFP 2020 / Kirsty Wigglesworthლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 161.681 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.498), გარდაიცვალა – 1.839 (ბოლო 24 საათში – 49), კარანტინის რეჟიმშია 986, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.912 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.886 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.337-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 191.063-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 161.681 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.498), გარდაიცვალა – 1.839 (ბოლო 24 საათში – 49), კარანტინის რეჟიმშია 986, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.912 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.886 ადამიანი იმყოფება. 

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0