თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საზღვართან 58 კილომეტრში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თბილისის დროით 15:34 საათზე 4,7 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ბიძგები 14 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვართან მიწისძვრა წუხელ ღამითაც მოხდა. 5.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 01:29 საათზე საქართველოს საზღვართან 50 კილომეტრში ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.