გერმანია და საფრანგეთი საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა შუამავლებს ევროკავშირისა და აშშ-ის სახით, რომლებიც ეხმარებოდნენ „რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაზეა მიმართული“.

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. გერმანია და საფრანგეთი მოუწოდებენ საქართველოს გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელება და მიესალმებიან წლის დასაწყისში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს ქვეყანაში, ნათქვამია ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ერთობლივ განცხადებაში.

ცესკო - Sputnik საქართველო
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ ცესკოს პროპორციული საარჩევნო სიის გაუქმების განცხადებით მიმართა

მეათე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება პარასკევს, 11 დეკემბერს მიენიჭა, ხოლო მინისტრთა კაბინეტი გადადგა. პარლამენტის პირველ სხდომას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მათ გაყალბებულს უწოდებს, მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და მანდატებზე უარს აცხადებს.

„მივესალმებით პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელსაც ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია წლის დასაწყისში, საარჩევნო სისტემაში აუცილებელი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ქართველებმა აჩვენეს მზადყოფნა, ესარგებლათ განახლებული საპარლამენტო პლურალიზმით, რომელსაც ეს რეფორმა სთავაზობდათ. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა არჩევნების პირველი ტურის დროს დამაიმედებელია, ხოლო პანდემიის ფონზე – შესანიშნავი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღინიშნა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებმა მიუთითეს გარკვეულ ნაკლოვანებებზე საარჩევნო პროცესში.

„საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმების განხორციელება პრიორიტეტულ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. ასეთი საკითხების განსახილველად პარლამენტი არის შესაფერისი სტრუქტურაა“, - განაცხადეს გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებებმა.

ქვეყნებმა გამოხატეს მხარდაჭერა შუამავლებს ევროკავშირისა და აშშ-ის სახით, რომლებიც ეხმარებოდნენ „ყველა პოლიტიკურ პარტიას განეხორციელებინათ ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაზეა მიმართული“.

საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო
რომელი პარტიები ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას: ცესკომ განკარგულება გამოსცა

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში დასავლელი შუამავლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ ოპოზიცური პარტიები ეღიარებინათ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ხოლო ხელისუფლება - დათმობებზე წასულიყო. პარასკევს, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე უნდა გამართულიყო გადამწყვეტი, მეხუთე მოლაპარაკებათა რაუნდი, მაგრამ ის ჩაიშალა.

გუშინდელი მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პოზიცია გახდა, რომელმაც ოთხშაბათს განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნების გამართვას. როგორც მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროებითი საპარლამენტო კომისია ხმებს გადაითვლის და დაადგენს არჩევნების შედეგების თუნდაც 1%-იან შეუსაბამობას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის პირველივე სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტებისა და საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით ჩამოყალიბდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0