თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი რუსი მსახიობი ვალენტინ გაფტი, იუწყება თეატრი Современник.
მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა ინსულტი, რომელიც მას 2019 წელს დაემართა.
ალენტინ გაფტი - თეატრისა და კინოს საბჭოთა და რუსი მსახიობი, თეატრის რეჟისორი, პოეტი და მწერალი. კინოში ბრწყინვალედ აქვს შესრულებულია უამრავი როლი. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლებია ელდარ რიაზანოვის ფილმებში - „აღთქმული ზეცა“, „ავტოფარეხი“, „გამარჯობათ, მე თქვენი დეიდა ვარ“. 1984 წელს ვალენტინ გაფტს რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.