მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპული ლატარიების ისტორიაში რეკორდული ჯეკპოტი მოიხსნა - გამარჯვებული უცნობია

© Pixabay / tomppakoლატარია
ლატარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვებულს ჯერ არ მოუთხოვია მოგებული თანხა, მას ამისთვის 60 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგება გაუქმდება

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საფრანგეთში მცხოვრებმა პირმა საერთაშორისო ლატარიაში EuroMillions-ი 200 მილიონი ევრო მოიგო.

აღნიშნულია, რომ ეს თამაშის არსებობის განმავლობაში რეკორდული მოგებაა ქვეყნისთვის და ევროპისთვის. წინა რეკორდი 2019 წელს დაამყარა ბრიტანელმა, რომელმაც დაახლოებით 190 მილიონი ევრო მოიგო. საფრანგეთში ყველაზე დიდი მოგება - 170 მილიონი ევრო - 2012 წელს დაფიქსირდა.

ლატარია - Sputnik საქართველო
ქალმა 170 ათასი დოლარი გადამწვარი ნათურების წყალობით მოიგო

„ფრანგმა - ლატარიის ბილეთის მფლობელმა პარასკევს EuroMillions-ის ჯეკპოტი - 200 მილიონი ევრო მოიგო“, - ნათქვამია ლატარიის ვებგვერდზე.

გამარჯვებულმა 50 რიცხვიდან ხუთივე სწორად ამოიცნო – 6, 9, 13, 24 და 41, ასევე დაასახელა ორი „ბედნიერი ვარსკვლავური ნომერი“ – 3 და 12.

აღნიშნულია, რომ მომგებიანი ბილეთის მფლობელს აქვს 60 დღე იმისათვის, რომ მოგების შესახებ განაცხადოს და თანხა წაიღოს. ლატარიის ოპერატორის, კომპანია Française des Jeux-ის (FDJ) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამარჯვებულს მათთვის ჯერ არ მიუმართავს, მისი ვინაობა უცნობია.

EuroMillions-ის პირველი ლატარია 2004 წლის 13 თებერვალს სამ ქვეყანაში გათამაშდა: საფრანგეთში, ესპანეთში და დიდ ბრიტანეთში. 2004 წლის ოქტომბერში ლატარიას კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა: ლუქსემბურგი, ბელგია, შვეიცარია, პორტუგალია, ირლანდია და ავსტრია. მოგება იბეგრება მხოლოდ შვეიცარიაში. ერთი ბილეთი ღირს 2,5 ევრო. ლატარიის მონაწილეთა რაოდენობა 200 მილიონს აღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0