ექსპერტმა რუსული ვაქცინისადმი დასავლეთის ნეგატიური დამოკიდებულება განმარტა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირუსული ვაქცინა
რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცხოეთში გარკვეული სახსრები გამოიყო რუსული ვაქცინის რეპუტაციის შებღალვის მიზნით.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთის მცდელობა, მოახდინოს რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს დისკრედიტაცია, ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალისხმევაა რუსეთის შესაკავებლად, მიაჩნია სამხედრო ექსპერტს იგორ კოროტჩენკოს.

ვაქცინა „სპუტნიკ v-ს“ პირველი კომპონენტი - Sputnik საქართველო
ვაქცინირებულებს სისხლში ანტისხეულების სხვადასხვა დონე გამოუვლინდათ

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოიყო თანხები რუსული ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით. მან ასევე გააფრთხილა საზოგადოება, რომ მალე „ფსევდოანალიტიკური გამოძიებების სერიები გამოჩნდება ცრუ თვითმხილველებზე დაყრდნობით“, რომლებშიც საუბარი იქნება რუსული ვაქცინის „საფრთხეებსა“ და „ვაქცინირებაზე საყოველთაო უარის“ თაობაზე.

ვაქცინის შექმნა, ექსპერტის აზრით, ეს დიდი პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებია. კოროტჩენკოს თქმით, „სპუტნიკ V“-ს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია „რუსეთის შესაკავებლად დასავლეთის სამხედრო ძალისხმევების“ პარალელურად მიმდინარეობს.

„ეს არის რუსული ვაქცინის დისკრედიტაცია, რათა მისი საერთაშორისო ბაზარზე გასვლა გართულდეს. არადა, მისით ათობით სახელმწიფოა დაინტერესებული... ვაქცინასთან დაკავშირებული საკითხი, ეს ძირგამომთხრელი ძალისხმევები სამხედრო ფონს ედება. ამიტომაც არის ეს ნატოს ქვეყნების, უპირველესად, აშშ-ის მხრიდან, რუსეთის საწინააღმდეგო კომპლექსური პოლიტიკა“, — განაცხადა ექსპერტმა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინა აგვისტოში დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნულ ცენტრში შეიქმნა. მას „სპუტნიკ V“ ეწოდა სახელად. ვაქცინა შექმნილია ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზე, რომელიც კარგადაა შესწავლილი და შემოწმებული. რუსი სპეციალისტების თქმით, მისი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა — ეს უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხანგრძლივი ნეგატიური შედეგების არარსებობაა.

ყველა ახალი ამბავი
0