„ჩემიანები მელოდებიან“ – პარლამენტში ზებრა მივიდა – სახალისო ვიდეო

© Photo: Sputnik - Georgia / FBპარლამენტში ზებრა მივიდა
პარლამენტში ზებრა მივიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, სადაც მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დაიწყოს, ზებრის ფორმაში ჩაცმული აქტივისტი მივიდა.

მისი თქმით, ეს ერთგვარი პერფორმანსია, თავს „ზებრა დეპუტატს” უწოდებს და პარლამენტში შეშვებას ითხოვს. მისივე განცხადებით, „სხვა ზებრები უკვე პარლამენტში არიან” და თავადაც სურს იქ მოხვედრა.

„თუ შეიძლება, გზა რომ მომცეთ, სხდომაზე მაგვიანდება, დაწყებულია რეგისტრაცია… მე ჩვეულებრივი დეპუტატი ვარ პარლამენტის, შეგიძლიათ ბეიჯიც ნახოთ, ჩემიანები მელოდებიან“, – განაცხადა „დეპუტატმა ზებრამ“, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილნი.

11 დეკემბრისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პერფორმანსი რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააანონსა. მათ შორის არიან „ლეიბორისტული პარტია”, ანა დოლიძის „მოძრაობა ხალხისთვის” და „პროგრესული საქართველო”.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0