თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა 15 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა. პირველ სხდომაზე რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატმა გაიარა.
ყველა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებისგან შეირჩა.
კომიტეტებში თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა:
– აგრარულ საკითხთა კომიტეტი - ნინო წილოსანი,
– ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი - მიხეილ სარჯველაძე,
– განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - თეა წულუკიანი,
– გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე,
– დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - დავით სონღულაშვილი,
– დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ბექა ოდიშარია,
– ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - მაკა ბოჭორიშვილი,
– თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი - ირაკლი ბერაია,
– იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - ანრი ოხანაშვილი,
– რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი - სოზარ სუბარი,
– საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე,
– საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - ირაკლი ქადაგიშვილი,
– საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - ირაკლი კოვზანაძე,
– სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - მიხეილ ყაველაშვილი,
– ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე.