ორი დაღუპული და ოთხი დაშავებული: ავარიას კახეთში მსხვერპლი მოჰყვა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება
საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავი–ყვარლის გზაზე ერთმანეთს სამარშრუტო მიკროავტობუსი და „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

თელავი–ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და „მერსედესის“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.

პოლიციის ლენტა - Sputnik საქართველო
თბილისი–რუსთავის გზაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

თვითმხილველების თქმით, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.

ოთხი დაშავებული მგზავრი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0