Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი ყიფშიძე მესამე ცოლისგან მეოთხე შვილს ელოდება

© Facebook / Eny Enyგიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად
გიორგი ყიფშიძე მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ყიფშიძის პირადი ცხოვრება მუდამ ინტერესის საგანია. ცოტა ხნის წინ მსახიობმა 20 წლით უმცროსი ცოლი მოიყვანა და მისგან ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინა. ახალშობილს უცნაური სახელი შეურჩიეს. ახლა წყვილი უკვე მეორე შვილს ელოდება.

მსახიობ გიორგი ყიფშიძეს და ფოტოგრაფ ანა გასიევას მარტში ბიჭუნა – კოსმო ყიფშიძე შეეძინათ. მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო. ამჟამად წყვილი მეორე შვილს ელოდება. ამის შესახებ ცნობილი თოქშოუ „პროფილის“ ანონსიდან გახდა.

ბიჭუნას დაბადებამდე რამდენიმე ხნით ადრე გიორგის ახალმა მეორე ნახევარმა სოციალურ ქსელში ბეჭდების ფოტო გამოაქვეყნა ქორწინების მოწმობის ფონზე და ამით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყიფშიძემ 24 წლის მსახიობზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი „ზაზანოვაში“ გადაიხადა.

გიორგი დაახლოებით 15 წლის წინ დაშორდა მოდელ კრისტი ყიფშიძეს, რომელიც დღემდე მის გვარს ატარებს. მასთან გიორგის ყველასთვის საყვარელი გოგონა ნატალია ყიფშიძე ჰყავს. კრისტისთან დაშორების შემდეგ მან მხატვარ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა. ხმები მათი დაშორების შესახებ წლების მანძილზე ვრცელდებოდა, თუმცა ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებაში. ანის და გიორგის საერთო ვაჟი სანდრო ჰყავთ. რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ყიფშიძე ანი ჩიკვილაძესაც დაშორდა.

43 წლის გიორგი ყიფშიძე მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 2002 წლიდან. მონაწილეობდა ფილმებში „რევერსი (უბრალოდ თამაში)“, „თბილისური Love Story“, „გასეირნება ყარაბახში 2“, „ქუჩის დღეები“, „მარილივით თეთრი“.

გიორგი ყიფშიძე დიდი ხანია ცნობილი მამის ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მას მოიხსენიებენ, როგორც გიორგის და არა როგორც ზურას შვილს. იგი შესანიშნავი მსახიობია. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტელესერიალიდან „ცხელი ძაღლი“, ხოლო მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ვერსკის როლი შეასრულა.

ყველა ახალი ამბავი
0