ხანძარი ბადალონაში: დაღუპულია ერთი და დაშავებულია 17 ადამიანი

გამოწერა
ოთხშაბათს საღამოს, ბარსელონასთან ახლოს მდებარე ქალაქ ბადალონაში ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 17-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ მეხანძრეები და პოლიცია, რომელმაც ტერიტორია შემოსაზღვრა.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, შენობაში აღმოაჩინეს ერთი ცხედარი, ხოლო ორი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0