თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. ტელეარხი RT ეთერში პირველად 2005 წლის 10 დეკემბერს მოსკოვის სტუდიიდან გავიდა. 15-წლიანი მაუწყებლობის პერიოდში RT, რომელიც დღეს ექვს ენაზეა ხელმისაწვდომი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო საინფორმაციო ტელეარხი გახდა. ტელეარხმა მოიპოვა International Emmy-ს ჟიურის საერთაშორისო პრემია და თანამედროვეობის ისეთი გამოჩენილი მოღვაწეების აღიარება, როგორიცაა ემირ კუსტურიცა, როჯერ უოტერსი და ოლივერ სტოუნი.
„ჩვენ 15 წლის ვართ. მთელი მსოფლიოს სპეცსამსახურებო, ამოისუნთქეთ. დაბადების დღეზე არაფერში ჩარევას არ ვაპირებთ“, – განაცხადა RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.
RT-მ საკუთარ იუბილეზე წარმოადგინა ვიდეორგოლი „მწვანე საფრთხე“, რომელიც ცივი ომის დროინდელი სამოქალაქო თავდაცვის შესახებ ამერიკული სასწავლო ფილმების სტილშია გაკეთებული. ირონიული რგოლი მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი RT-ს აქტიური ტალღებისგან. იუბილეს წინ RT-მ ასევე გამოუშვა რგოლი, რომელშიც „დიპფეიკ“ ტექნოლოგიის დახმარებით ნაჩვენებია, როგორ არიან „შეპყრობილი“ მსოფლიო ლიდერები რუსული ტელეარხით.
ყოველ კვირას ტელეარხ RT-ს მსოფლიოს 47 ქვეყანაში 100 მილიონი ადამიანი უყურებს (საერთაშორისო კომპანია IPSOS-ის კვლევა). RT-მ ახალი ამბების ტელეარხებიდან ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში დაძლია 10 მილიონიანი ნიშნული YouTube-ზე და გაუსწრო ისეთ ტელეარხებს, როგორებიცაა BBC, CNN, Al Jazeera, Euronews, FOX News.
15-წლიანი მაუწყებლობის პერიოდში RT-მ ჩაწერა ასობით ინტერვიუ პრეზიდენტებთან და პირველ პირებთან. ტელეარხს ინტერვიუ მისცეს რუსეთის, სერბეთის, სლოვენიის, სირიის, ბოლივიის, ვენესუელას, არგენტინის, ეკვადორის და სხვა ქვეყნების ლიდერებმა. RT-ზე გადის ჟურნალისტიკის ლეგენდის, ლარი კინგის ექსკლუზიური შოუ, პროგრამები პულიტცერის პრემიის ლაურეატ კრის ჰეჯესის, ეკვადორის ყოფილი პრეზიდენტ რაფაელ კორეას და შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრ ალექს სალმონდის პროგრამები.
RT - ტელევიზიის სფეროში ყველაზე პრესტიჟული - Emmy-ს პრემიის ცხრაგზის ფინალისტია. RT — მონტე-კარლოს სატელევიზიო ფესტივალის ოქროს მფლობელია კატეგორიაში „საუკეთესო 24-საათიანი ახალი ამბების პროგრამა“. საერთო ჯამში ტელეარხს მედიისა და ტელევიზიის სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო პრემიის ასობით ჯილდო აქვს მიღებული.
ლეგენდარული ტელეჟურნალისტი ლარი კინგი: „RT-ს მთელს მსოფლიოში უყურებენ, ასე რომ, ერთმანეთს დავუახლოვდით“.
სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა: „რუსული ტელეარხი RT - საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ტელევიზია, განსხვავებით BBC და CNN-ისა, სადაც ცალმხრივ ინფორმაციას აჩვენებენ“.
Pink Floyd-ის შემქმნელი როჯერ უოტერსი: „მთელს მსოფლიოში არსებობს უზომოდ და მრავალმხრივ მიკერძოებული ტელეარხები, უამრავი სხვადასხვა მიზეზის გამო. სიხარულით მინდა ვთქვა, რომ ბევრ ახალ ამბავს RT-ზე ვიგებ“.
ამერიკელი რეჟისორი ოლივერ სტოუნი: „მე ვუყურებ ახალ ამბებს მხოლოდ რუსულ ტელეარხ RT-ზე. მას უფრო მეტად ვენდობი, ვიდრე ჩრდილოამერიკულ მედიას, რომელიც წმინდა სახის პროპაგანდაა“.
შოტლანდიელი მწერალი ირვინ უელში: „RT სამართლიანად მიუთითებს BBC-ს მიკერძოებაზე. ცხადია, რომ ჩვენი „საზოგადოებრივი ტელევიზია“ ყურებამდე კორუფციაშია ჩაფლული და შესაბამისად არაობიექტურია. რომელი განათლება, ახალი ამბები და გართობა?! და თქვენ ამაში იხდით თქვენს სალიცენზიო მოსაკრებელს“.