თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლის სამგზავრო გადაყვანებს მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ბილეთების შეძენა დღეიდან ონლაინ იქნება შესაძლებელი, სალაროები კი 23 დეკემბერს გაიხსნება.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით. ბილეთის ყიდვა ასევე შესაძლებელია რკინიგზის პარტნიორი ვებ-გვერდებიდან: www.tkt.ge www.Biletebi.ge www.matarebeli.ge.
„მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადენზიფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
საქართველოში შაბათს 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
შეზღუდვა შეეხო როგორც სამარშრუტო მიკროავტობუსებს, ისე ავტობუსებს და რკინიგზას.