ცნობილი ქართველი მუსიკოსების ლევან ლაზარიშვილის და მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახი წლების წინ დაინგრა, თუმცა ლაზარიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში არ მალავს, რომ ყოფილი ცოლის მიმართ გრძნობები დღემდე აქვს და არ გამორიცხავს, რომ შერიგდნენ კიდეც.
წყვილს ორი ტყუპი ბიჭი ჰყავს, რომლებსაც მაიკო ზრდის, ლევანი კი ყაზახეთში აგრძელებს კარიერას. მისი თქმით, სწორედ ყაზახეთში საცხოვრებლად წასვლას უკავშირდება წყვილის დაშორება, რადგან საქართველოში მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა და დროისა და მანძილის გამო ბუნებრივად დაშორდნენ ერთმანეთს.
მაიკო კაჭკაჭიშვილმა წლის დასაწყისში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 10-წლიანი განშორების შემდეგ მეუღლეს ურიგდებოდა. ორი წლის წინ კომპოზიტორი საჯაროდ აღიარებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მას წონაში დაკლების შემდეგ ყოველდღე ეკონტაქტებოდა.
„ყოფილი ქმარი ყოველდღე მირეკავს და მოდის“, – ამბობდა კომპოზიტორი კითხვაზე, რა შეიცვალა მაიკო კაჭკაჭიშვილის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც მუსიკოსმა წონაში დაიკლო. ამის შესახებ იგი “პროფილში” საუბრობდა. თუმცა, კომპოზიტორი მაია ასათიანის შეკითხვაზე 2018 წელს პასუხობდა, რომ ლაზარიშვილს მასთან შერიგების შანსი არ ჰქონდა.