შეცდომა ან გაგრძელება: კორონავირუსით განმეორებით ინფიცირება ყოველთვის განმეორებითი არ არის

© AP Photo / Claudio Furlanპანდემია
პანდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელის საავადმყოფოს ინფექციონისტი განმარტავს, რატომ არ არის კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების შემთხვევები რეალურად ყოველთვის ხელმეორედ დაავადება და რატომ უშვებენ ექიმები შეცდომას

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსით განმეორებით ინფიცირებად მიჩნეული შემთხვევების უმეტესობა რეალურად არ არის ხელმეორედ ინფიცირება, განუცხადა РИА Новости-ს ისრაელის „შამირ ასაფ ა როფეს“ საავადმყოფოს სამკურნალო განყოფილების ხელმძღვანელმა, ინფექციონისტმა გალინა ჰოლცმანმა.

ტესტირება COVID 19-ზე - Sputnik საქართველო
პირველად მსოფლიოში: გარდაიცვალა კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირებული პაციენტი

თუმცა, მისი თქმით, ასეც რომ იყოს, ხელახალი ინფიცირების შემთხვევაში დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, რადგან ადამიანის იმუნური სისტემისთვის ეს ვირუსი უკვე ნაცნობია. 

„უმეტეს შემთხვევებში დაავადება განმეორებითი არ არის. აქ ან შეცდომას აქვს ადგილი, ან პირველი დაავადება გრძელდება. საქმე ისაა, რომ ჩვენ არაერთხელ გადავაწყდით შემთხვევას, როდესაც პაციენტს ჯერ უარყოფითი პასუხი ჰქონდა ვირუსზე, რამდენიმე დღის მერე აღებულმა ანალიზმა დადებითი შედეგი აჩვენა, კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ კი — ისევ უარყოფითი.  ანუ ვიცით, რომ ვირუსი ცხვირხახაში ერთ თვემდე შეიძლება პერსისტირდეს. განმეორებითი შემთხვევები კი შეიძლება იყოს ის შემთხვევები, როდესაც ადამიანი პირველი დაავადებისგან ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა“, — თქვა ჰოლცმანმა.

ექიმმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით განმეორებითი დაავადების რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება, რაც „უნიშვნელო მაჩვენებელია“ ინფიცირების მილიონობით შემთხვევებთან მიმართებაში. ამასთან, მართლაც განმეორებით დაავადებას უფრო მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, ვინაიდან „იმუნური სისტემა უკვე იცნობს ამ ვირუსს და აქტიურად იწყებს ანტისხეულების გამომუშავებას“.

შეიძლება იოლად გამოგეპაროთ: დასახელდა COVID-19-ის ყველაზე ადრეული სიმპტომი>>

გასულ კვირაში ისრაელის მედიით გავრცელდა ინფორმაცია ქვეყანაში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების გამო პირველი ადამიანის გადაცვალების შესახებ. „ჰაიმ შიბას“ სამედიცინო ცენტრის მონაცემების თანახმად, სადაც მამაკაცი მკურნალობდა, გარდაცვლილი პაციენტი ნამდვილად ავადობდა

სამედიცინო ცენტრი ამ დროისათვის ანალიზის შედეგებს ელოდება, რომელმაც უნდა აჩვენოს, ეს განმეორებითი ინფიცირება იყო თუ „ორიგინალური ვირუსი სისხლში იმალებოდა და შემდეგ კვლავ იჩინა თავი“.

ყველა ახალი ამბავი
0