COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© Sputnik / Alex Shlamovტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 148.332  ადამიანი, გარდაიცვალა – 1.657, კარანტინის რეჟიმშია 1.019, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.918 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.524 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.570-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 178.953-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 148.332 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.045), გარდაიცვალა – 1.657 (ბოლო 24 საათში – 43), კარანტინის რეჟიმშია 1.019, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.918 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.524 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0