„წერე ქართულ კინოზე“ - კინოცენტრმა კონკურსის გამარჯვებულები დაასახელა

გამოწერა
გამარჯვებულებს პრიზების სახით ერგოთ საგზური ბერლინალეს ფესტივალზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის საფასური და სხვა სტიპენდიები

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დაასახელა სტუდენტური კონკურსის - „წერე ქართულ კინოზე“ - გამარჯვებულები. კონკურსი ზედიზედ მეოთხე წელია ტარდება და ქართული კინოკრიტიკისა და კინომცოდნეობის განვითარებას ემსახურება.

კადრი ფილმიდან „დედე“ - Sputnik საქართველო
ქართული კინოს მოყვარულებისთვის: კინოცენტრმა ვირტუალური კინოკლუბი შექმნა

კონკურსის ფინალში 11 კინოკრიტიკოსი მოხვდა. მათგან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა.

პირველ ადგილზე გავიდა სტუდენტი აკაკი ჭაბაშვილი. იგი პრიზის სახით ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალს დაესწრება. კინოცენტრი დააფინანსებს ფესტივალზე დასწრებას 5 დღის მანძილზე, მათ შორის, აკრედიტაციას, მგზავრობას, დღიურ და სასტუმრო ხარჯებს.

თუ ფესტივალი პანდემიის მიზეზით გადაინაცვლებს ონლაინ-სივრცეში, სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ამ ფორმატში ფესტივალზე დასწრებისთვის საჭირო აკრედიტაციით და ჯილდოს სახით მიიღებს 3 000 ლარს.

კინოცენტრი კინოდოკუმენტალისტებისთვის მასტერ–კლასებს ჩაატარებს >>

მეორე ადგილი ერგო გიორგი მიქაბაძეს. იგი დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი წლის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

მესამე ადგილზე გავიდა ეთერ ფარჩუკიძე, რომელიც დაფინანსდება საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის ერთი სემესტრის საფასურით ან სტიპენდიის სახით მიიღებს ამ თანხას (იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი).

ყველა ახალი ამბავი
0