საქართველო და თურქეთი სამედიცინო სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხარეებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი, ერთობლივი პროექტების განხორციელების გარდა, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთში სამედიცინო მომსახურების მიღებას ითვალისწინებს.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია სამინისტროს Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

„დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებიც ცნობით, მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა.

თურქეთმა საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები აჩუქა>>

დოკუმენტს ხელი ანკარაში მოაწერეს. სამინისტროს სახელით ოქმს ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მოაწერა.

დოკუმენტის ხელმოწერას ონლაინ–ფორმატში ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ხარძიანი.

ყველა ახალი ამბავი
0