მთელი წლის განმავლობაში ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაზე (+9,4%), ავეჯზე, საოჯახო ნივთებსა და ბინის მოვლაზე (+9,1%), თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე (+9%), ჯანდაცვაზე (+9%).
გარდა ამისა, გაძვირდა საკვები პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები (+5,5%), სასტუმროები და რესტორნები (+5,2%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (+2,1%), წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი (+1,6%), განათლება (+0,3%), კავშირგაბმულობა (+0,1%).
ამასთან, გაიაფდა ტრანსპორტი 6%-ით, დასვენება, გართობა და კულტურული ღონისძიებები კი 2,9%-ით.