თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. პრინცი ჰარი ბრიტანულ ტაბლოიდ The Mail on Sunday-ს და მის გამომცემელ Associated Newspapers-ს ცილისწამებისთვის უჩივის. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება.
Prince Harry launches libel action against Mail on Sunday publisher https://t.co/CsmkYdADhW
— The Guardian (@guardian) December 7, 2020
დოკუმენტები უზენაეს სასამართლოში პრინცისა და მისი მეუღლის მეგან მარკლის იურისტებმა 27 ნოემბერს გაგზავნეს. აღინიშნა, რომ საქმის დეტალები უახლოეს კვირებში გასაჯაროვდება.
გაზეთის ცნობით, სარჩელი დაკავშირებულია სტატიასთან, რომელიც გაზეთმა The Mail on Sunday-მ 2020 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, სასექსის ჰერცოგმა ვერ შეძლო სამეფო საზღვაო ქვეითებთან კავშირის შენარჩუნება მას შემდეგ, რაც სამეფო მოვალეობებზე ოფიციალურად უარი თქვა.
2019 წლის ოქტომბერში მეგან მარკლმა პირადი წერილების გამოქვეყნების გამო უჩივლა The Mail on Sunday-ს. ივლისში მან სასამართლოს პირველი რაუნდი წააგო, რის შემდეგაც მას გამოცემისთვის დაახლოებით 68 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუხდა სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. მეგან მარკლმა საქმე მეორე რაუნდშიც წააგო. ლონდონის მაღალმა სასამართლომ სასექსის ჰერცოგინიას დაავალა არა მხოლოდ საკუთარი იურიდიული ხარჯების ― 139 ათასი გირვანქა სტერლინგის, არამედ მისი მოწინააღმდეგის ხარჯების ― 39 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდაც.
მკაფიო სურვილი: მეგან მარკლი აშშ-ის პრეზიდენტობას აპირებს>>
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობებს 1 აპრილიდან აღარ ასრულებენ. იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებში გადასახლების, მუშაობისა და ბიზნესის წარმოების უფლება მიეღოთ, მათ მოუწიათ უარი ეთქვათ მიმართვაზე „თქვენო სამეფო უდიდებულესობავ“, ასევე სახელმწიფო დაფინანსებასა და სავაჭრო მარკა Sussex Royal-ზე.