Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუცა ბუზალაძე მამასთან ერთად პირველად გამოჩნდა - ვინ არის და როგორ გამოიყურება მამაკაცი?

© courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კარიერის მანძილზე მომღერალი მამასთან ერთად საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 23 წლის არტისტი მამას ძალიან ჰგავს. ფოტოები შემსრულებლის ოფიციალური გვერდიდან

ნუცამ მთელი კარიერის მანძილზე მამასთან ერთად გადაღებული ფოტო პირველად გამოაქვეყნა. მან Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე სიმპატიურ მამაკაცთან ერთად „სელფი“ გამოაქვეყნა, რამაც დიდი ყურადღება მიიპყრო. მომღერლის ცხოვრებაში მუდამ დედა და მასთან გატარებული დრო დომინირებს. როგორც ჩანს, ნუცას დედასთან სხვა, ხოლო მამასთან რადიკალურად განსხვავებული ურთიერთობა აკავშირებს.

ახალგაზრდა მომღერალი სხვადასხვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დედა მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსია, რომლის აზრი ნუცას ყველაზე მეტად აინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ნუცა ბუზალაძე მამაზე არასდროს საუბრობს. სავარაუდოდ, მამაკაცს საჯარო სივრცეში გამოჩენა არ უყვარს. სწორედ ამიტომ, ნუცას მიერ გამოქვეყნებულმა ფოტომ მისივე გვერდის ყველა რეკორდი მოხსნა და 7 000- მდე მოწონება დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა, რომ ვალერი ბუზალაძის ქალიშვილს რამდენიმე ქვეყანაში იცნობენ, ის ინტერვიუებისგან და მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებს. ამ როლს დიდი წარმატებით ნუცას დედა ითვისებს. მოღერლისა და მამის მსგავსება თვალსაჩინოა.  მისი ფანები გაოცებას ვერ მალავენ.

აი, როგორ ეხმაურებიან ნუცას „ფოლოვერები“ ვალერი ბუზალაძესთან ერთად გამოჩენას: „თურმე მამას როგორ ჰგავხარ“; „რა კარგები ხართ და რა სიმპატიური მამა გყავს“; „ორი ერთნაირი!“ მიუხედავად იმისა, რომ ნუცა საკმაოდ ახალგაზრდაა, მისი შემოქმედება მრავალფეროვანი რეპერტუარით, არაერთი მნიშვნელოვანი მიუზიკლითა და საერთაშორისო კონკურსებითაა სავსე. ახლა მომღერლის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა: ნუცამ კოსერვატორიაში ჩააბარა. ნიჭიერი შემსრულებელი ვოკალური მონაცემებითა და პლასტიკითაა დაჯილდოებული.

ყველა ახალი ამბავი
0