ბორჯომში COVID-19-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების კამპანია დაიწყო

© Sputnik / STRINGER კორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ბროშურები ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე მომზადდა.

თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა COVID-19-ის შესახებ საინფორმაციო მასალები ეთნიკური უმცირესობის ოჯახებში კარდაკარ შემოვლის პრინციპით დაარიგეს, ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობებისთვის საინფორმაციო ბროშურები მშობლიურ ენებზე მომზადდა.

„ორენოვანი ბროშურები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
რა თანხა დაიხარჯა პანდემიაზე საქართველოში: არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში დღეს კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ამ კუთხით ვითარება სხვა რეგიონებთან შედარებით სტაბილურია.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 734-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 174.383-ს მიაღწია. გარდაიცვალა 1 614 ადამიანი.

 

ყველა ახალი ამბავი
0