Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატომ ნანობს მდიდარი შეიხისთვის სექსუალურ ურთიერთობაზე უარის თქმას ალექსანდრა პაიჭაძე?

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა მოდელმა აღიარა, რომ ძალიან ინანა, რომ მდიდარ შეიხს სექსუალურ ურთიერთობაზე უარი უთხრა. ნახეთ მოდელის სკანდალური განცხადება.

მდიდარი შეიხისთვის სექსუალურ ურთიერთობაზე უარი მითქვამს და მინანია – ეს სკანდალური განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ მოდელმა და „ინფლუენსერმა“ ალექსანდრა პაიჭაძემ წამყვანის კითხვის საპასუხოდ გაააკეთა.

მისი თქმით, როდესაც გაერთიანებულ ემირატებში რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა, ბევრი ისეთი შემოთავაზება ჰქონდა, რაზე დათანხმების შემდეგაც მეორე დღიდანვე დედოფალივით შეეძლო ცხოვრება, თუმცა ამაში ხელი ცხოვრებისეულმა ღირებულებებმა შეუშალა. „არც ესკორტი ვარ, არც მონა და არც სექსუალური მუშაკი, როგორიც სხვებს ვგონივარ“, – განაცხადა მოდელმა.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

მისი თქმით, დუბაიში ცხოვრებისას პროტესტიც კი გაუჩნდა და საკმაოდ მოკრძალებულად იცვამდა, რადგან ხედავდა, რომ „ქალები იქაური მამაკაცების მოსახიბლად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიღაც მოაქლემო ტიპს მოსწონებოდათ“.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

ბევრი წამყვანი რესტორანი, კლუბი თუ ცნობილი მაღაზია ალექსანდრას მიმზიდველობას და პაპულარობას ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად იყენებს. ახალგაზრდა მოდელი, თავის მხრივ, საკუთარ გვერდს უფრო და უფრო მიმზიდველს ხდის, არა მხოლოდ ფოტოებით, არამედ სურათის აღწერით.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები ახლავს მრავალფეროვან თემებზე.

ყველა ახალი ამბავი
0