მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ხუმრობა თუ... იდუმალი მონოლითები ესპანეთსა და გერმანიაშიც იპოვეს

© photo: AFP 2020 / Robert Iosubიდუმალი მონოლითი რუმინეთში
იდუმალი მონოლითი რუმინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მონოლითების გაჩენა აქტიური განხილვის საგანი მიმდინარე წლის ნოემბერში გახდა. აქამდე ამოუცნობი ნაგებობები ნაპოვნია ნიდერლანდებში, რუმინეთსა და აშშ-ში.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ახალი იდუმალი მონოლითი, რომელიც სხვა ქვეყნებში ნაპოვნის მსგავსია, აღმოჩენილია ესპანეთში, თუმცა ის უკვე წაიქცა, ადგილობრივი ხელისუფლება ამას ბოროტ ხუმრობას უწოდებს.

უდაბნო იუთას შტატში - Sputnik საქართველო
უდაბნოში ნაპოვნი „უცხოპლანეტური“ მონოლითი სადღაც გაუჩინარდა: ვიდეო

საქმე ისაა, რომ მონოლითების გაჩენაზე მიმდინარე წლის ნოემბერში აქტიურად ალაპარაკდნენ - რამდენიმე მბრწყინავი ობელისკი აღმოჩენილია აშშ-ში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ამჯერად მონოლითი გაჩნდა პატარა ქალაქ აილიონში მდებარე ეკლესიის ნანგრევებთან (სეგოვიას პროვინცია, კასტილიისა და ლეონის ავტონომიური თემი), იუწყება გამოცემა Norte de Castilla.

აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ესპანურ მედიაში მერიის სახელით გაიგზავნა განცხადება, რომ მონოლითის მონახულება რეკომენდებული არაა, რადგან ობიექტთან „ასობით ადამიანი“ მიდის და კონსტრუქციასთან მიახლოება „სახიფათო“ შეიძლება იყოს.

მაგრამ აილიონის მერმა მარია ჰესუს სანსმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ როგორც მონოლითის მონტაჟი, ისე მერიის განცხადება - ვიღაცის ბოროტი ხუმრობაა, რადგან მან ადგილზე სულ ხუთი ადამიანი შენიშნა. მისი თქმით, ეს ძალიან პრიმიტიული კონსტრუქციაა, რომელიც მიწაში ჩასმული სამი ლითონის ფურცლისგან შედგება, და ის უკვე რამდენჯერმე წაიქცა.

ადრე ამერიკულმა არტ-ჯგუფმა The Most Famous Artist განაცხადა, რომ იუტას შტატში იდუმალი მონოლითი სწორედ მან დაამონტაჟა.

© photo: AFP 2020იდუმალი მონოლითი იუტას შტატში
ხუმრობა თუ... იდუმალი მონოლითები ესპანეთსა და გერმანიაშიც იპოვეს - Sputnik საქართველო
იდუმალი მონოლითი იუტას შტატში

რაც შეეხება გერმანიას, რიგით მეშვიდე იდუმალი ვერცხლისფერი „სვეტი-მონოლითი“ ჰესენის ფედერალური მიწის ერთ-ერთ ქალაქში ამოიცნეს, იუწყება ახალი ამბების პორტალი Hessenschau. ობიექტი ზულცბახის კომუნაში ყანის პირას გამვლელებმა შენიშნეს. გამოცემის ცნობით, მონოლითის შიგნით ხის კონსტრუქციაა მოთავსებული. მონოლითის წარმომავლობის შესახებ მეტი არაფერი ცნობილი არაა.

ყველა ახალი ამბავი
0