რა უნდა გაითვალისწინონ კოვიდისგან განკურნებულმა ახალგაზრდებმა: იტალიელი ექიმი განმარტავს

© AP Photo / Antonio CalanniCOVID - 19
COVID - 19  - Sputnik საქართველო
გამოწერა
იტალიელი პრაქტიკოსი ექიმი, რომლის ხელშიც არაერთმა ინფიცირებულმა გაიარა, მნიშვნელოვან განმარტებას აკეთებს COVID-19-სგან განკურნებულთა თაობაზე.

თბილისი, 8 დეკემბერი ― Sputnik. კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა მთავარი საფრთხე, კუნთებში ქრონიკული დაღლილობისა და სისუსტის გარდა, ფსიქოლოგიური პრობლემებია, რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებს ემუქრებათ, განაცხადა იტალიის პრაქტიკოს ექიმთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა სილვესტრო სკოტიმ.

დამცავი პირბადეები - Sputnik საქართველო
როდის აღარ დაგიცავთ COVID-19-სგან მრავალჯერადი პირბადე: დასახელდა ნიშნები

მისი თქმით, ეს პრობლემები მას შემდეგ წარმოიქმნება, როგორც კი ადამიანი გადატანილ ვირუსს მის ცხოვრებაში ჯანმრთელობისთვის პირველ მძიმე დარტყმად აღიქვამს.  

„თუ ხანდაზმული ადამიანი ისედაც ქრონიკული დაავადებებით ცხოვრობს, ახალგაზრდა მოულოდნელად აცნობიერებს საკუთარ უძლურებას“, ― ამბობს სპეციალისტი.

ექიმის თქმით, სწორედ ეს ხდება გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტების დაახლოებით მესამედში სხვადასხვა სინდრომის საფუძველი: ფიზიკური დარღვევების გარდა, მათ აღენიშნებათ შფოთვა, გუნება-განწყობის ცვალებადობა და უძილობა.

ექიმები რეანიმაციაში - Sputnik საქართველო
ორი ხილული სიმპტომი: დასახელდა COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

ამასთან ექიმი ინფიცირებულებს კორონავირუსის შემდეგ დატოვებულ მთავარ სინდრომთან ― დაღლილობასთან საბრძოლველად მეტ მოძრაობას ურჩევს ჯერ კიდევ იზოლაციის პროცესში.  

„იმოქმედეთ ეტაპობრივად. როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, იარეთ 4-5 ათასი ნაბიჯი, იარეთ კიბეებით მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში, ატრიალეთ ველოტრენაჟორის პედლები, გააკეთეთ ჩვეულებრივი ვარჯიშები. მთავარია – არ შეჩერდეთ დაღლილობისა და გათანგულობის შეგრძნებაზე“, ― თქვა ექსპერტმა.

სილვესტრო სკოტის მიაჩნია, რომ თერაპევტების ამოცანად უნდა იქცეს იმგვარი პროგრამების შემუშავება, რომლებიც გამოჯანმრთელებული პაციენტების გააკონტროლების საშუალებას მისცემს, მინიმუმ, დასამშვიდებლად მაინც.

ყველა ახალი ამბავი
0