Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მარიამ გეგუჩაძე ძალიან გახდა – სექსუალურმა ფოტომ სოცქსელების მომხმარებლები აღაფრთოვანა

© Facebook / Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე
ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამ გეგუჩაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი ძალიან გახდა, მისმა ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები მოხიბლა.

ცნობილი ტელეწამყვანის ასევე ცნობილმა შვილმა მარიამ გეგუჩაძემ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. მარიამის უახლესმა ფოტომ მის „ფოლოვერებში“ განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა და მას უამრავი კომენტარი და მოწონება ხვდა წილად. როგორც ჩანს, მარიამიც დედასავით 18-საათიან კვებაზეა, რადგან წონაში საგრძნობლად დაიკლო.

View this post on Instagram

A post shared by 🚀🌴🌺 (@mariamgegu)

 

„შენ ხარ ჩემი მთავარი სარკე მარუს, რომელიც საკუთარ შეცდომებთან მასწორებ. ამიტომ, მაგრად გამიმართლა ჩემ შვილად რომ დაიბადე“, – ასეთი სიტყვებით მიულოცა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა უფროს შვილს მარიამ გეგუჩაძეს იუბილე რამდენიმე კვირის წინ.

View this post on Instagram

A post shared by 🚀🌴🌺 (@mariamgegu)

ნანუკა ჟორჟოლიანს და მის ორ შვილს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. აშკარაა, რომ ტელეწამყვანი და „ინფლუენსერი“ ყველაზე ჰარმონიულად თავს სწორედ შვილებთან გრძნობს.

View this post on Instagram

A post shared by 🚀🌴🌺 (@mariamgegu)

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს, საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია. ნანუკა და საბა მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

ყველა ახალი ამბავი
0