მთვარის კალენდარი: 8 დეკემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

8 დეკემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

მთვარე ქალწულის ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ კარგია ახალი საქმეების დაწყება, იღვიძებს საქმიანი და ინტელექტუალური აქტიურობა. ადამიანებში ჩნდება პრაქტიკულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, ყურადღება, რაციონალიზმი, სიფრთხილე.

პეიზაჟი - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 7–13 დეკემბერი

საუკეთესო დღეა ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებიც ყურადღებასა და ზუსტ გათვლებს საჭიროებს. არ ღირს გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – ამისთვის ინტუიცია არსაკმარისია.

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია მხოლოდ მარტივი საკითხების გადაჭრა, ადრე დაწყებული საქმეების დამთავრება, აზრის მარტივად, მიკიბვ–მოკიბვის გარეშე გამოთქმა, შინაგანი სიმშვიდისა და წონასწორობის გამოვლენა, ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება.

2021 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

არარეკომენდებულია ბიზნეს–საქმიანობა, ზედმეტი მუშაობა, მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, მოლაპარაკებების წარმოება, საკუთარი იდეებისა და აზრების სხვებისთვის გაზიარება.

ხელსაყრელი დღეა შორეული მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. თმა მალე გაიზრდება და ფორმასაც შეინარჩუნებს. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთვარე ქალწულის ნიშანშია – ეს ნიშანი საუკეთესოა პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარის დარგვის ან გადარგვისთვის. შეიძლება პიკირება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დარგვა, ნიადაგის დამუშავება.

არახელსაყრელი დღეა ზამთრის მარაგების გაკეთებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0