გადამწყვეტი ბრძოლა პარლამენტისთვის...

© photo: Parliament of Georgia / FB პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორიოდე დღეში გახდება ცნობილი, ვინ და რატომ შევა ოპოზიციიდან პარლამენტში და რა საკითხებზე შეიძლება შეთანხმდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება.

საქართველოს პრეზიდენტმა უკვე დანიშნა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს. ასევე ცნობილია, რომ 14 დეკემბრისთვის მზად უნდა იყოს მთავრობის შემადგენლობის საბოლოო ვერსია, რომელიც პარლამენტს წარედგინება და რომელმაც ის ორი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. მთავარი პრობლემა ახლა მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაა...

პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია?

ცნობილია, რომ პარლამენტმა, სულ ცოტა, 100 დეპუტატის უფლებამოსილება უნდა ცნოს იმისათვის, რომ მისი მუშაობა ლეგიტიმური იყოს. „ქართულ ოცნებას“ კი 90 დეპუტატი ჰყავს. მართალია, მოლაპარაკებები აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღესაც გრძელდება, მაგრამ ოპოზიცია ასე ადვილად ვერ დათმობს პოზიციებს და არც ხელისუფლება იხევს უკან. ამიტომ 11 დეკემბერი ძალიან საინტერესო და სიურპიზებით აღსავსე შეიძლება იყოს. სავარაუდოდ, ბრძოლა პარლამენტისთვის ბოლო წუთამდე გაგრძელდება და მხოლოდ 11 დეკემბერს, 12 საათზე შეიძლება ვთქვათ, გაიხსნება თუ არა სხდომა. ან, შესაძლოა, პარლამენტი შეიკრიბოს და 90 ადამიანით გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ ყოველთვის სადავო იქნება მისი ლეგიტიმაციის საკითხი.

მაინც რაზე შეიძლება შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია? თუ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ვთქვათ, 2021 წლის შემოდგომაზე, ოპოზიცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ კი, პარლამენტში ჩვეულებრივად შევა?

ოპოზიციის აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
მოქმედების გეგმა ოპოზიციისთვის: პარლამენტი ყოფნა–არყოფნის ზღვარზე

მეორე საკითხია, რომ ის, რასაც ახლა ჩვენ ტელევიზიებში ვხედავთ, პარლამენტში გაგრძელდება. თუმცა ქუჩის აქციებსა და არეულობას ნამდვილად სჯობს პარლამენტის კედლებში ოპონირება, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აცხადებენ, რომ რიგგარეშე და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი არც კი განიხილება და ეს ის წითელი ხაზებია, რომლის გადაკვეთასაც „ქართული ოცნება“ არ აპირებს. მით უმეტეს, უკვე კრიტიკულ მედიაშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ხაზგასმით ამბობენ, რომ არჩევნებზე წვრილ-წვრილი დარღვევები იყო, მაგრამ მის დიდ გაყალბებაზე დღეს საუბარი ნამდვილად არ არის. სინამდვილეში ოპოზიციაც იმას დავობს – 5-6 პროცენტი გაგვიყალბესო, მაგრამ ზუსტად ეს პროცენტია, საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდებას რომ უწყობს ხელს.

საპროტესო აქციები პარლამენტთან - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რა მოხდება, თუ ვერ შედგება დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

ასევე მნიშვნელოვანია, დათმობს თუ არა ხელისუფლება ცესკოს თავმჯდომარეს. თამარ ჟვანიას სახლში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გაშვება დაახლოებით ისეთი თვალშისაცემი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც არჩევნების გაყალბების აღიარებას ნიშნავს, თუმცა არც მომდევნო არჩევნების ამ შემადგენლობით ჩატარება უნდა იყოს შესაძლებელი... 

ოპოზიციური ტელეკომპანიები და მათი მფლობელები შეშფოთებული არიან, რომ ელჩებთან მიმდინარე მოლაპარაკებებიდან ინფორმაცია არ გამოდის და მათ პროცესის საჯაროობა მოითხოვეს.

გარკვეული ინფორმაცია აქვს ჟურნალისტ ელისო კილაძეს.

მოკლედ, რიგგარეშე და პლებისციტი არაო !
თმობს:
პოლიტპატიმრების თავისუფლება-(რურუას გარდა!)
ცესკოს დაკომპლექტების წესი-უმრავლესობა ოპოზიციას -ოთხი წევრი პარლამენტს!
ელექტრონული არჩევნები-შტიხკოდებით!
ბუნებრივი ბარიერი და პროპორცია თვითმმართველობაზე!
0-3% იანი ბარიერი და სრულად პროპორციული 2024-ში!
ოპოზიციის ნაწილი, როგორც ვიცი თანხმდება (ნაცებს და ევროპელებს არ ვგულისხმობ)
ხელისუფლება ითხოვს სრულ თანხმობას! - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში?

თუმცა, ნიკა გვარამიას დღეს, როგორც ჩანს, ნერვებმა უმტყუნა და დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, პარლამენტში 6-7 ოპოზიციონერი აპირებს შესვლას. მასმედია ეჭვობდა - „სტრატეგია აღმაშენებლის“ გიორგი ვაშაძე თავისი 3 წევრით, გარდა თაკო ჩარკვიანისა, ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეები“ - 2 დეპუტატი, ასევე „გირჩის“ 4 წარმომადგენელი, გარდა ზურაბ ჯაფარიძისა... თუ ხელისუფლება მოახერხებს „პატრიოტთა ალიანსის“ დათანხმებას პარლამენტში შესვლაზე, 100 დეპუტატის შეგროვებისა და პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემაც აღარ იარსებებსო, ბჭობდნენ ისინი. მაგრამ გიორგი ვაშაძის ძალიან მკაცრმა და ხისტმა პოზიციამ ცხადყო, რომ ასე ოპოზიციის გადამგდებებად და პოლიტიკური მომავლის დასამარხად, თუნდაც 1 მილიონის ფასად, ცოტა პოლიტიკოსია მზად. ან, შესაძლოა, მათ ირაკლი ოქრუაშვილის ქადილისაც ეშინიათ – მოემზადეთ, ვინც პარლამენტში შეძვრებით, თქვენს კეთილებს მოვიკითხავო...

მოკლედ, ვინ შევა და ვინ არ შევა, საკითხავი, აი, ეს არის. თუმცა, შესაძლოა, 11 დეკემბერს „ქართული ოცნება“ მართლაც მარტო დარჩეს და ასე მარტოს მოუწიოს ბიუჯეტის დამტკიცებაც და ამ მძიმე ზამთარზე პასუხისმგებლობის აღებაც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

 

ყველა ახალი ამბავი
0