უცნობი დაავადების შესასწავლად ინდოეთში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა

© AP Photo / Rafiq Maqboolუცნობი დაავადების შესასწავლად ინდოეთში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა
უცნობი დაავადების შესასწავლად ინდოეთში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამთავრობო ჯგუფის წევრი ექიმები სამშაბათს, დილით ჩავლენ შტატში, სადაც უცნობმა დაავადებამ იფეთქა, და იმავე საღამოს წარმოადგენენ ანგარიშს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი შექმნა ქალაქ ელურუში უცნობი დაავადების ასობით შემთხვევის გამოსაძიებლად, იუწყება სააგენტო РИА Новости სამინისტროს მემორანდუმზე დაყრდნობით.

კორონავირუსი ინდოეთში  - Sputnik საქართველო
ექიმები საგონებელში: ინდოეთში უცნობი დაავადების გამო 350 კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, სამთავრობო ჯგუფი სასწრაფოდ მიემგზავრება ანდჰრა–პრადეშის შტატის ქალაქ ელურუში მომხდარის შესასწავლად.

ჯგუფში შედის სამი ექიმი, რომლებსაც დავალებული აქვთ, უკვე სამშაბათს, დილით იყვნენ ელურუში და ანგარიში იმავე დღის საღამოს წარმოადგინონ.

უცნობმა დაავადებამ ქალაქ ელურუსა და მის გარეუბნებში კვირას იფეთქა, რა დროსაც დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო 300-ზე მეტი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პაციენტები უჩიოდნენ თავბრუსხვევას, ეპილეფსიის სიმპტომებს – მოულოდნელ გულყრებს, კანკალსა და პირში ქაფს. ამ დროისათვის საავადმყოფოებში კვლავ რჩება 150-მდე ადამიანი. მათგან ხუთი გაფართოებული კვლევებისთვის ვიჯაიავადის სახელმწიფო კლინიკაში გადაიყვანეს.

სისხლისა და ზურგის ტვინის სითხის ანალიზმა, ასევე კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ დაავადების მიზეზები არ გამოავლინა. ამასთან გამოცემა Times of India წერდა, რომ ამის მიზეზი შესაძლებელია კოღოებისგან დამცავი ტოქსიკური ნაერთების ანაორთქლი იყოს.

 

ყველა ახალი ამბავი
0