შრომის ინსპექცია: საქართველოში კოვიდ–შეზღუდვებს ყველა ბიზნეს–ოპერატორი არ ექვემდებარება

© Sputnik / Alex Shlamovშრომის ინსპექცია: საქართველოში კოვიდ–შეზღუდვებს ყველა ბიზნეს–ოპერატორი არ ექვემდებარება
შრომის ინსპექცია: საქართველოში კოვიდ–შეზღუდვებს ყველა ბიზნეს–ოპერატორი არ ექვემდებარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუარესებული ეპიდვითარების გამო საქმიანობას მხოლოდ ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებიც პირველადი მოხმარების საგნებით ვაჭრობენ.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით კოვიდ–შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე პერიოდში შემოწმდა 24.518 ობიექტი, დაჯარიმდა 10 და საქმიანობა შეუჩერდა 5.792 ობიექტს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ ბრიფინგზე

ძველი თბილისის დაკეტილი კაფეები და რესტორნები - Sputnik საქართველო
„წინასწარმეტყველება“ სარესტორნო ბიზნესს... რა იქნება შეზღუდვების მერე?

ფერაძის თქმით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა იმ ობიექტების განმეორებითი შემოწმება, რომელთაც ადრე ზეპირი ან წერილობითი გაფრთხილება მიეცათ. განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ 3.036-მა ობიექტმა ეკონომიკური საქმიანობა შეაჩერა და ახლა ისინი იცავენ ყველა დადგენილ შეზღუდვას.

ფერაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ყველა სავაჭრო ობიექტის (გარდა სასურსათო მაღაზიებისა) დაკეტვასთან დაკავშირებით მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების საკითხზე.

„მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს მთელ ევროპაში – საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და ამერიკაში“, – განაცხადა ფერაძემ.

დეპარტამენტის უფროსის თქმით, COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მოსახლეობის მობილობის შემცირებაა და სწორედ ამ მიზნით მოხდა სავაჭრო ობიექტების დახურვა.  

საქართველოში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ქვეყნის დიდ ქალაქებში დაიკეტა სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრებისა), არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, კაფე–რესტორნები, ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება

ყველა ახალი ამბავი
0