საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება

გამოწერა
ქვეყანამ რამდენიმე თვეში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 5.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს გასულ წელთან შედარებით 41 პროცენტით მეტია.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან 10 332 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

თხილის წარმოება საქართველოში - Sputnik საქართველო
საქართველოდან ექსპორტზე თითქმის 60 მილიონი დოლარის თხილი გაიტანეს

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 38%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ქართული ხურმა და კარალიოკი წელს გავიდა: რუსეთში – 4 510 ტონა, უკრაინაში – 3 121 ტონა, სომხეთში – 2 556 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა ქართული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელარუსში, კატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.

ყველა ახალი ამბავი
0