რუსეთის საგარეო უწყება: სამხრეთ კავკასია სტაბილურობის რეგიონი ხდება

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში, სომეხ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. სამხრეთ კავკასია წინააღმდეგობრივი რეგიონიდან სტაბილურ რეგიონად ყალიბდება, რუსეთი კი ამას ყველანაირად შეუწყობს ხელს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: ყარაბაღში ტყვეთა გაცვლის პროცესი დაჩქარდება

„ერთობლივმა განცხადებამ, ხელმოწერილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ 9 ნოემბერს, რომელმაც შეაჩერა ომი და უზრუნველყო შეთანხმებები, რომლებიც დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს, უზრუნველყო შეთანხმება ეკონომიკის აღსადგენად, ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად“, - მოჰყავს ლავროვის სიტყვები РИА Новости-ს.

„შეთანხმდნენ ყველა ტიპის - სამეურნეო და სატრანსპორტო - კომუნიკაციის აღდგენაზე. ამით შეგვიძლია რეალურად შევქმნათ პირობები სამხრეთ კავკასიის გარდასაქმნელად წინააღმდეგობრივი რეგიონიდან სტაბილურობისა და განვითარების რეგიონად ყველა იქ მცხოვრები ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ მიმართულებით წინსვლას“, - აღნიშნა მან.

ერევანში მომიტინგეებმა ფაშინიანს გადადგომისთვის დრო სამშაბათამდე მისცეს >>

ერთობლივ განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ ხელი მოაწერეს რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა. დოკუმენტის თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი რჩებიან დაკავებულ პოზიციებზე, შემდეგ რამდენიმე რაიონი გადადის ბაქოს კონტროლქვეშ, მხარეები კი ტყვეებს ცვლიან.

ამასთან, განცხადების თანახმად, მხარეთა გამყოფი ხაზის და ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, რუსი სამშვიდობოები ლაგდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0